ნენე გიორგაძე (1971): ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკრალური ღირებულება, ერქმევა მას ღმერთი, სამშობლო თუ ხელოვნება, - მდიდარია. ჩვენს ალბათ მკაცრ საუკუნეში, როცა ღირებულებათა კრიზისი ღრმავდება, სულიერება და მასზე საუბარი უფრო და უფრო არამოდური ხდება. 1999 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრებამ (აშშ, ჯორჯიის შტატი) ალბათ გამიმძაფრა საკრალურთან მუდმივად ახლოს ყოფნის სურვილი, ახლოს ყოფნის სურვილი იმ ადამიანებთან, ვისთვისაც სიტყვა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება კი არა, კომუნიკაციის წყაროა. ეს საიტიც ამიტომ შევქმენი. მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც სიტყვას და თავისუფალ აზრს მაზიარა, პირველ რიგში - ბატონ მიხეილ გოგუაძეს, რომელიც დღემდე მოზარდებთან მუშაობს თბილისის მოსწავლეთა სასახლეში, ჩემს მეგობრებს; მინდა პატივისცემა გამოვხატო ფიქრიანი და კეთილი ადამიანების მიმართ.
    P.S. თუკი ჩემთან დაკავშირების სურვილი გაგიჩნდებათ, მომწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: literaturuli@gmail.com