როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიტერატურული საიტი? ეს ალბათ საკამათო საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი ვერასოდეს შეცვლის წიგნის კითხვის კულტურას, და რომ წიგნს სხვაგვარი ინტიმი გააჩნია, ვაღიარებ, - საიტის მთავარი ხიბლი მისი ინტერაქტიული გარემოა, სადაც მკითხველს საშუალება ეძლევა დააფიქსიროს თავისი აზრი და განწყობა ტექსტის მიმართ, ხოლო ავტორს - მიიღოს თანაგანცდა ან კრიტიკული არგუმენტი. ჩემთვის ორივე თანაბრად საინტერესოა. მოხარული ვიქნები, თუკი შემეხმიანებით და გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებას; ხოლო რამდენად გაამართლებს ეს იდეა, თავად განსაჯეთ.
საიტის წესები:
- იმისათვის, რომ გამოაქვეყნოთ ნაწარმოების შესახებ თქვენი კომენტარი, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია. საიტზე თქვენი რეგისტრაცია გულისხმობს, რომ გაეცანით საიტის წესებს და ეთანხმებით მათ. სასურველია, რეგისტრაციის დროს მიუთითოთ რეალური სახელი და გვარი.
- რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე საიტის მისამართიდან მიიღებთ წერილს. მასში იქნება ბმული, რომლის გააქტიურების (ანუ დაწკაპუნების) შემდეგ დაასრულებთ რეგისტრაციის პროცესს.
- საიტზე განთავსებული ნაწარმოებების გასაცნობად რეგისტრაცია არ არის საჭირო. რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სურვილი გაქვთ, რომ საიტზე დატოვოთ თქვენი კომენტარი.
საიტზე განთავსებული ნაწარმოებების საავტორო უფლება დაცულია. აკრძალულია ტექსტების ნებისმიერი სახით გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე.